
იობი 32:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
იობი 32:9 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 32:9 კონტექსტში
32:7ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
32:8ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
32:9დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
32:10ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
32:11მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
პარალელური ადგილები: იობი 32:9
- იობი 12:20ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;
- კორინთელთა მიმართ ა 1:26დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენ შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
- კორინთელთა მიმართ ა 1:27მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
- ეკლესიასტე 4:13ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
- მათეს სახარება 11:25იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.
- კორინთელთა მიმართ ა 2:7არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;
- კორინთელთა მიმართ ა 2:8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
- იოანე 7:48ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი?
განაგრძე კითხვა: იობი 32
სრულად წაიკითხე: იობი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში