
იობი 33:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
იობი 33:17 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:17 კონტექსტში
33:15სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
33:16მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,
33:17რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
33:18რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
პარალელური ადგილები: იობი 33:17
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- იობი 17:11ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:7თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.
- ესაია 2:11დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!
- ნეშტთა შორისა ბ 32:25არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
- მათეს სახარება 27:19და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
- შესაქმე 20:6უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემ წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.
- მეორე სთვლისაება 8:16გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ;
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში