
იობი 33:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
იობი 33:19 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 33:19 კონტექსტში
33:17რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
33:18რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
33:19სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
33:20მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
33:21დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
პარალელური ადგილები: იობი 33:19
- იობი 30:17ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;
- ფსალმუნები 119:71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
- იობი 5:17აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!
- იობი 5:18ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.
- კორინთელთა მიმართ ა 11:32განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- ესაია 27:9ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.
- იობი 7:4თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
განაგრძე კითხვა: იობი 33
სრულად წაიკითხე: იობი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში