
იობი 34:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!
იობი 34:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:10 კონტექსტში
34:8ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?
34:9რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?
34:10ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!
34:11რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.
34:12ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
პარალელური ადგილები: იობი 34:10
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- რომაელთა მიმართ 9:14რას ვიტყვით? ნუთუ უსამართლობაა ღმერთში? არამც და არამც.
- იობი 8:3შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?
- ნეშტთა შორისა ბ 19:7უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.
- იაკობის ეპისტოლე 1:13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.
- შესაქმე 18:25არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
- რომაელთა მიმართ 3:4არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
- რომაელთა მიმართ 3:5ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში