
იობი 34:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
იობი 34:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:12 კონტექსტში
34:10ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!
34:11რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.
34:12ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
34:13ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
34:14თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,
პარალელური ადგილები: იობი 34:12
- იობი 8:3შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?
- ფსალმუნები 11:7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
- ფსალმუნები 145:17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
- აბაკუმი 1:12შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
- აბაკუმი 1:13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში