
იობი 8:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?
იობი 8:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 8:3 კონტექსტში
8:1მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:
8:2როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.
8:3შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?
8:4შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.
8:5თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,
პარალელური ადგილები: იობი 8:3
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- ნეშტთა შორისა ბ 19:7უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.
- შესაქმე 18:25არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
- იობი 34:10ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!
- იობი 34:12ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
- დანიელი 9:14უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.
- რომაელთა მიმართ 3:4არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.
- რომაელთა მიმართ 3:6არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
განაგრძე კითხვა: იობი 8
სრულად წაიკითხე: იობი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში