
იობი 34:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
იობი 34:36 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:36 კონტექსტში
34:34გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.
34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
34:36ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
34:37რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენ შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: იობი 34:36
- იობი 12:6სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით;
- ფსალმუნები 26:2გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
- იობი 34:8ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?
- იობი 34:9რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?
- ფსალმუნები 17:3შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
- იობი 24:1რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?
- იობი 22:15ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?
- იობი 23:16ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში