
იობი 34:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენ შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.
იობი 34:37 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:37 კონტექსტში
34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
34:36ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!
34:37რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენ შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.
პარალელური ადგილები: იობი 34:37
- იობი 27:23ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან.
- მეფეთა ა 15:23რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.
- ესაია 1:19თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
- ესაია 1:20თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
- იობი 35:2ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
- იობი 35:3რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
- იობი 35:16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
- იობი 23:2დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში