
იობი 36:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
იობი 36:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:14 კონტექსტში
36:12თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
36:13გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;
36:14სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
36:15ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.
36:16შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;
პარალელური ადგილები: იობი 36:14
- მეორე სთვლისაება 23:17არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის.
- ფსალმუნები 55:23ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
- იობი 15:32უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
- იობი 22:16რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
- შესაქმე 38:7არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
- შესაქმე 38:10არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.
- შესაქმე 19:24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- შესაქმე 19:25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში