
იობი 37:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;
იობი 37:3 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 37:3 კონტექსტში
37:1ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.
37:2უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!
37:3მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;
37:4მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.
37:5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
პარალელური ადგილები: იობი 37:3
- მათეს სახარება 24:27ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- იობი 38:13რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
- ესაია 11:12დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
- ფსალმუნები 77:13ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
- გამოცხადება 11:19მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა.
- ფსალმუნები 97:4გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: იობი 37
სრულად წაიკითხე: იობი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში