
იობი 38:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.
იობი 38:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:15 კონტექსტში
38:13რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
38:14გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება,
38:15წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.
38:16თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
38:17თუ გაღებულა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
პარალელური ადგილები: იობი 38:15
- ფსალმუნები 10:15უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
- იობი 18:5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
- ფსალმუნები 37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
- იგავესნი 4:19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
- იობი 5:14დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.
- იობი 18:18განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;
- გამოსვლა 10:21უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.
- გამოსვლა 10:23ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში