
იობი 38:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გაღებულა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
იობი 38:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:17 კონტექსტში
38:15წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.
38:16თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?
38:17თუ გაღებულა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?
38:18თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
38:19სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,
პარალელური ადგილები: იობი 38:17
- ფსალმუნები 9:13შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
- ფსალმუნები 107:18ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
- იობი 3:5მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!
- ფსალმუნები 107:10მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
- ფსალმუნები 23:4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
- იობი 12:22აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;
- ფსალმუნები 107:14გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
- ფსალმუნები 116:3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში