
იობი 38:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
იობი 38:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:2 კონტექსტში
38:1მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
38:2ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
38:3წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:
38:4სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
პარალელური ადგილები: იობი 38:2
- იობი 42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
- იობი 35:16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:7რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.
- იობი 34:35იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.
- იობი 12:3მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები?
- იობი 26:3რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?
- იობი 24:25თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს?
- იობი 27:11მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში