
იობი 42:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
იობი 42:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 42:3 კონტექსტში
42:1მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
42:2ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.
42:3ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
პარალელური ადგილები: იობი 42:3
- ფსალმუნები 131:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
- იობი 38:2ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?
- ფსალმუნები 139:6უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
- ფსალმუნები 40:5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
- იგავესნი 30:2კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია.
- იგავესნი 30:4ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?
განაგრძე კითხვა: იობი 42
სრულად წაიკითხე: იობი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში