
იობი 38:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
იობი 38:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:22 კონტექსტში
38:20რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?
38:21თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?
38:22თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
38:23რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
38:24რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
პარალელური ადგილები: იობი 38:22
- იობი 37:6რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
- ფსალმუნები 135:7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
- იობი 6:16ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
- ფსალმუნები 33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში