
იობი 37:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
იობი 37:6 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 37:6 კონტექსტში
37:4მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.
37:5გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
37:6რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
37:7ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;
37:8მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;
პარალელური ადგილები: იობი 37:6
- იობი 38:22თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
- იობი 36:27შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
- ეზექიელი 13:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
- ფსალმუნები 147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
- ფსალმუნები 147:18მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
- ამოსი 9:6ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი.
- შესაქმე 7:10შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.
- შესაქმე 7:12აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
განაგრძე კითხვა: იობი 37
სრულად წაიკითხე: იობი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში