
იობი 38:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
იობი 38:24 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 38:24 კონტექსტში
38:22თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,
38:23რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?
38:24რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?
38:25ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
38:26რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,
პარალელური ადგილები: იობი 38:24
- იობი 38:12თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
- იობი 38:13რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?
- მათეს სახარება 24:27ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- იონა 4:8მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში