
იობი 38:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?
იობი 38:34 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 38:34 კონტექსტში
38:32თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?
38:33თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?
38:34ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?
38:35თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!
38:36ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
პარალელური ადგილები: იობი 38:34
- იობი 22:11წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?
- ამოსი 5:8რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
- იაკობის ეპისტოლე 5:18კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.
- მეფეთა ა 12:18შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
- იობი 36:27შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
- იობი 36:28რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
- ზაქარია 10:1შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში