
იობი 22:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?
იობი 22:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 22:11 კონტექსტში
22:9ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.
22:10ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;
22:11წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?
22:12განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
22:13შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?
პარალელური ადგილები: იობი 22:11
- ფსალმუნები 69:1გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
- ფსალმუნები 69:2ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
- გლოვა იერემიასი 3:54გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;
- იონა 2:3როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
- იობი 19:8გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;
- ფსალმუნები 124:4მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
- ფსალმუნები 124:5ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
- იოელი 2:2დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში.
განაგრძე კითხვა: იობი 22
სრულად წაიკითხე: იობი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში