
იობი 36:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
იობი 36:27 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 36:27 კონტექსტში
36:25მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.
36:26აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.
36:27შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
36:28რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
36:29თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?
პარალელური ადგილები: იობი 36:27
- ფსალმუნები 147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
- იობი 38:25ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,
- იობი 38:28თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
- იობი 5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
- ფსალმუნები 65:9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
- ფსალმუნები 65:13საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
- ფსალმუნები 148:8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
- ესაია 5:6გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
განაგრძე კითხვა: იობი 36
სრულად წაიკითხე: იობი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში