
იობი 26:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
იობი 26:7 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 26:7 კონტექსტში
26:5აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.
26:6გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.
26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
26:8ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;
პარალელური ადგილები: იობი 26:7
- იობი 9:8მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
- ესაია 40:22ის ზის მიწის კამარაზე და მისი მკვიდრნი კალიებს გვანან; გაფინა ცა მსუბუქი ქსოვილივით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
- ფსალმუნები 104:2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
- ფსალმუნები 104:5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
- შესაქმე 1:1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
- შესაქმე 1:2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
- ესაია 42:5ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:
- ფსალმუნები 24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
განაგრძე კითხვა: იობი 26
სრულად წაიკითხე: იობი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში