
იობი 4:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 4:15 კონტექსტში
4:13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
4:14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
4:15წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.
4:16შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
4:17ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?
პარალელური ადგილები: იობი 4:15
- ფსალმუნები 104:4რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
- ლუკას სახარება 24:37ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
- ლუკას სახარება 24:39შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
- ებრაელთა მიმართ 1:7ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“.
- ესაია 21:3ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
- ესაია 21:4გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა.
- ესაია 13:8შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.
- დანიელი 5:6მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.
განაგრძე კითხვა: იობი 4
სრულად წაიკითხე: იობი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში