
იობი 34:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
იობი 34:5 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 34:5 კონტექსტში
34:3რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:
34:4ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენ შორის, რა არის უკეთესი.
34:5კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
34:6მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.
34:7თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას?
პარალელური ადგილები: იობი 34:5
- იობი 33:9სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;
- იობი 27:2ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!
- იობი 29:14მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;
- იობი 10:7ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
- იობი 11:4შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.
- იობი 16:17თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
- იობი 32:1შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.
- იობი 9:17გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
განაგრძე კითხვა: იობი 34
სრულად წაიკითხე: იობი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში