
იობი 41:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
იობი 41:14 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 41:14 კონტექსტში
41:12არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
41:13ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
41:14მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
პარალელური ადგილები: იობი 41:14
- იგავესნი 30:14არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
- დანიელი 7:7ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
- ეკლესიასტე 12:4ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის ხმაური, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა,
- იობი 38:10როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
- ფსალმუნები 57:4ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
- ფსალმუნები 58:6ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
განაგრძე კითხვა: იობი 41
სრულად წაიკითხე: იობი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში