
იობი 38:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
იობი 38:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (მწუხრი).
იობი 38:10 კონტექსტში
38:8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
38:9როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,
38:10როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -
38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
38:12თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,
პარალელური ადგილები: იობი 38:10
- იერემია 5:22არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.
- ფსალმუნები 104:9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
- იობი 26:10შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;
- შესაქმე 1:9თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
- შესაქმე 1:10ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- ფსალმუნები 33:7შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
- შესაქმე 9:15მაშინ გავიხსენებ აღთქმას ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, და აღარ გადაიქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
განაგრძე კითხვა: იობი 38
სრულად წაიკითხე: იობი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში