
იობი 6:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
იობი 6:11 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 6:11 კონტექსტში
6:9ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს!
6:10იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
6:11რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
6:12განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი?
6:13აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო.
პარალელური ადგილები: იობი 6:11
- ფსალმუნები 103:14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- ფსალმუნები 102:23გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
- იობი 17:1შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.
- ფსალმუნები 39:5აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენ წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
- იობი 13:25მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?
- იობი 7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
- იობი 7:7გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში