
იობი 6:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
იობი 6:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 6:10 კონტექსტში
6:8ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი!
6:9ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს!
6:10იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
6:11რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
პარალელური ადგილები: იობი 6:10
- იობი 23:12მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ლევიანი 19:2ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
- აბაკუმი 1:12შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!
- ესაია 30:11გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
- ესაია 30:12ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: რადგან შეიძულეთ ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედი გაქვთ და ამას ემყარებით,
- ფსალმუნები 37:30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
- ფსალმუნები 40:9სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში