
იობი 6:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს?
იობი 6:25 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 6:25 კონტექსტში
6:23დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ,
6:24მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი.
6:25როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს?
6:26როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი.
პარალელური ადგილები: იობი 6:25
- იობი 13:5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
- იობი 16:3თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?
- იობი 16:5გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.
- იობი 4:4წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.
- იგავესნი 12:18გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
- ეკლესიასტე 12:10ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები.
- ეკლესიასტე 12:11ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია, ჩაჭედილი ლურსმნებია. იგავთა კრებული ერთი მწყემსისგან შთაგონებული.
- იობი 21:34როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.
განაგრძე კითხვა: იობი 6
სრულად წაიკითხე: იობი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში