
იობი 7:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იობი 7:6 კონტექსტში
7:4თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
7:6ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;
7:7გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;
7:8ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!
პარალელური ადგილები: იობი 7:6
- იობი 9:25ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
- იობი 17:15სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?
- ესაია 40:6ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.
- ესაია 40:7ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.
- ფსალმუნები 103:15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- ფსალმუნები 144:4ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
განაგრძე კითხვა: იობი 7
სრულად წაიკითხე: იობი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში