
იობი 8:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?
იობი 8:10 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 8:10 კონტექსტში
8:8ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.
8:9(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).
8:10განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?
პარალელური ადგილები: იობი 8:10
- იგავესნი 18:15გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
- ებრაელთა მიმართ 11:4რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.
- მეორე სთვლისაება 11:19ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
- მათეს სახარება 12:35კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.
- იობი 32:7ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
- იობი 12:7ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს.
- იობი 12:8ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები.
- ფსალმუნები 145:4თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
განაგრძე კითხვა: იობი 8
სრულად წაიკითხე: იობი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში