
იობი 8:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
იობი 8:12 · საქართველოს საპატრიარქო
იობი 8:12 კონტექსტში
8:10განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?
8:11თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?
8:12ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
8:13ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,
პარალელური ადგილები: იობი 8:12
- იერემია 17:6იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
- იაკობის ეპისტოლე 1:10ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.
- იაკობის ეპისტოლე 1:11რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
- მათეს სახარება 13:20ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
- ფსალმუნები 129:6იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
- ფსალმუნები 129:7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
განაგრძე კითხვა: იობი 8
სრულად წაიკითხე: იობი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში