
იოანე 18:39, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
იოანე 18:39 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეოთხე სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 18:39
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რა არის ჭეშმარიტება? იკითხა პილატემ. თუმცა, საქმეს მიუბრუნდა, რომელიც გადადებას არ ითმენდა. გულისხმა-ჰყოფდა, ამ საკითხს დრო სჭირდებოდა, ამასობაში კი იესოს იუდეველთა მძვინვარებისაგან ხსნა სურდა. გამოვიდა და რა თქვა? ‘მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში’.”
მთელი განმარტება
რა არის ჭეშმარიტება? იკითხა პილატემ. თუმცა, საქმეს მიუბრუნდა, რომელიც გადადებას არ ითმენდა. გულისხმა-ჰყოფდა, ამ საკითხს დრო სჭირდებოდა, ამასობაში კი იესოს იუდეველთა მძვინვარებისაგან ხსნა სურდა. გამოვიდა და რა თქვა? “მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში”.
რაოდენ გონივრულია! არ უთქვამს, შესცოდა და სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ დღესასწაულის გამო შეიწყალეთო. ჯერ ყოველგვარი ბრალისაგან გაამართლა და შემდეგ, სრული უფლებით სთხოვს, თუ უდანაშაულოდ განთავისუფლება არ სურთ, ცოდვის გამო მაინც შეიწყალონ დღესასწაულისათვის. ამიტომაც დაუმატა: “თქვენ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთ პატიმარს გათავისუფლებთ პასექზე”. და ბოლოს, მათ დასარწმუნებლად: “გსურთ, რომ გაგიშვათ იუდეველთა მეფე?”
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ინოკენტი ხერსონელი19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ვლასტოვი გ. კ.19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 18:39 კონტექსტში
18:37უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
18:38უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
18:39ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
18:40მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.
პარალელური ადგილები: იოანე 18:39
- მათეს სახარება 27:15ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.
- მათეს სახარება 27:18რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
- მათეს სახარება 27:20მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.
- მათეს სახარება 27:23ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!
- მარკოზის სახარება 15:6ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.
- მარკოზის სახარება 15:14პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!
- ლუკას სახარება 23:16ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
- ლუკას სახარება 23:23მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.
განაგრძე კითხვა: იოანე 18
სრულად წაიკითხე: იოანე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში





