
იოანე 18:38, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
იოანე 18:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (ვნების მეოთხე სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 18:38
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რა არის ჭეშმარიტება? ჰკითხა პილატემ. თუმცა, საქმეს მიუბრუნდა, რომელიც გადადებას არ ითმენდა. გრძნობდა, ეს საკითხი დროს მოითხოვდა, ამასობაში კი იესოს იუდეველთა მძვინვარებისაგან ხსნა სურდა.”
მთელი განმარტება
რა არის ჭეშმარიტება? ჰკითხა პილატემ. თუმცა, საქმეს მიუბრუნდა, რომელიც გადადებას არ ითმენდა. გრძნობდა, ეს საკითხი დროს მოითხოვდა, ამასობაში კი იესოს იუდეველთა მძვინვარებისაგან ხსნა სურდა.
გამოვიდა და რა თქვა? “მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში”. (იოან. 18:38)
რაოდენ გონივრულია! არ უთქვამს, რაკი შესცოდა და სიკვდილს იმსახურებს, აპატიეთ დღესასწაულის გამოო. ჯერ ყოველგვარი ბრალისაგან გაამართლა და შემდეგ, სრული უფლებით სთხოვს, თუ უდანაშაულოდ გაშვება არ სურთ, ცოდვის გამო მაინც შეიწყალონ დღესასწაულისათვის.
ამიტომაც დასძინა: “წესი გაქვთ, რომ ერთ პატიმარს გაძლევდეთ პასექზე”. (იოან. 18:39) და შემდეგ, მათ დასარწმუნებლად: “გინდათ, რომ გაგიშვათ იუდეველთა მეფე?” (იოან. 18:39)
კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე ინოკენტი ხერსონელი19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
იოანე 18:38 კონტექსტში
18:36მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.
18:37უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
18:38უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
18:39ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
18:40მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.
პარალელური ადგილები: იოანე 18:38
- იოანე 19:4კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- იოანე 19:6ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- ლუკას სახარება 23:4და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
- მოციქულთა საქმენი 17:32მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.
- მათეს სახარება 27:18რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
- მათეს სახარება 27:19და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:19არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
- მოციქულთა საქმენი 24:25მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
განაგრძე კითხვა: იოანე 18
სრულად წაიკითხე: იოანე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



