
იოანე 7:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
იოანე 7:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
იოანე 7:14 კონტექსტში
7:12და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.
7:13თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
7:14მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
7:15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
7:16მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
პარალელური ადგილები: იოანე 7:14
- იოანე 7:28მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
- ლუკას სახარება 19:47იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
- მათეს სახარება 26:55მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე.
- რიცხვთა 29:12მეშვიდე თვის თხუთმეტში წმიდა წვეულება გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ შვიდ დღეს უფლის დღესასწაული.
- რიცხვთა 29:13შესწირეთ უფალს აღსავლენი, საცეცხლო მსხვერპლი კეთილსურნელებად: ცამეტი კურატი, ორი ვერძი, და თოთხმეტი წელგამოვლილი ცხვარი. საღები უნდა იყვნენ.
- იოანე 7:37ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას.
- იოანე 7:2მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.
- იოანე 18:20იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა.
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში