
იოანე 7:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
იოანე 7:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მაისი, 2027, ოთხშაბათი: აღდგომის 4 კვირა (სახარება).
იოანე 7:15 კონტექსტში
7:13თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
7:14მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
7:15უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?
7:16მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა.
7:17ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
პარალელური ადგილები: იოანე 7:15
- ლუკას სახარება 4:22ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?
- მათეს სახარება 13:54მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
- მათეს სახარება 7:28და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
- მათეს სახარება 7:29ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.
- მათეს სახარება 22:22ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ.
- იოანე 7:46მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი.
- მოციქულთა საქმენი 26:24ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!
- ლუკას სახარება 2:47ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
განაგრძე კითხვა: იოანე 7
სრულად წაიკითხე: იოანე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში