
იონა 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
იონა 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (მწუხრი).
იონა 2:1 კონტექსტში
2:1ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან.
2:2თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება.
2:3როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
პარალელური ადგილები: იონა 2:1
- გლოვა იერემიასი 3:53ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს;
- გლოვა იერემიასი 3:56ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
- ფსალმუნები 130:1გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
- ფსალმუნები 130:2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
- ფსალმუნები 91:15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
- იობი 13:15კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
- ესაია 26:16უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
- ფსალმუნები 50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
განაგრძე კითხვა: იონა 2
სრულად წაიკითხე: იონა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში