
გლოვა იერემიასი 3:56 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
გლოვა იერემიასი 3:56 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:56 კონტექსტში
3:54გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;
3:55ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;
3:56ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;
3:57შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
3:58შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:56
- იობი 34:28რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.
- ფსალმუნები 55:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- ფსალმუნები 6:8განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
- ფსალმუნები 6:9ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
- ესაია 38:5წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
- რომაელთა მიმართ 8:26ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
- ფსალმუნები 116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში