გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იესო ნავეს ძე 1:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იესო ნავეს ძე 1:6

გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.

იესო ნავეს ძე 1:6 · საქართველოს საპატრიარქო

იესო ნავეს ძე 1:6 კონტექსტში

1:4უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები.

1:5ვერვინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ.

1:6გამაგრდი და მტკიცედ დეგ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მიცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას.

1:7ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დეგ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო.

1:8ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.

პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 1:6

განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 1

სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში