
იესო ნავეს ძე 10:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა იესომ: მიაგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ.
იესო ნავეს ძე 10:18 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:18 კონტექსტში
10:16გაიქცა ის ხუთი მეფე და მაკედას გამოქვაბულებში დაიმალნენ.
10:17მოუტანეს ამბავი იესოს: ნაპოვნია ხუთი მეფე, მაკედას გამოქვაბულში იმალებიანო.
10:18თქვა იესომ: მიაგორეთ დიდრონი ლოდები გამოქვაბულის ხვრელთან და კაცები დააყენეთ მათ საყარაულოდ.
10:19თქვენ კი ნუ დადგებით, დაედევნეთ მტრებს და კუდი მოსწყვიტეთ, არ დაანებოთ თავიანთ ქალაქებში შესვლა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა.
10:20როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:18
- მათეს სახარება 27:66ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
- იობი 21:30დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
- ამოსი 9:1ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.
- ამოსი 5:19როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს.
- იესო ნავეს ძე 10:22თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
- მსაჯულნი 9:46შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.
- მსაჯულნი 9:49მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში