
იესო ნავეს ძე 10:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
იესო ნავეს ძე 10:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:22 კონტექსტში
10:20როცა მორჩნენ იესო და ისრაელიანები მათ ხოცვა-ჟლეტას და საბოლოოდ სძლიეს მათ, ხოლო გადარჩენილებმა ციხე-ქალაქებს შეაფარეს თავი,
10:21მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ.
10:22თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
10:23ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
10:24როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:22
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში