
იესო ნავეს ძე 10:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
იესო ნავეს ძე 10:23 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 10:23 კონტექსტში
10:21მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში, კაციშვილს ენა არ დაუძრავს ისრაელიანთა წინააღმდეგ.
10:22თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.
10:23ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.
10:24როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
10:25უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 10:23
- იესო ნავეს ძე 10:3შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს, ხებრონის მეფეს, ფირამს, იარმუთის მეფეს, იაფიაყს, ლაქიშის მეფეს, და დებირს, ყეგლონის მეფეს:
- იესო ნავეს ძე 10:5შეიყარნენ და აიძრა ხეთი ამორეველი მეფე - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშას მეფე და ყეგლონის მეფე თავ-თავიანთი ლაშქრითურთ და შემოადგნენ გაბაონს და დაუწყეს ბრძოლა.
- იესო ნავეს ძე 10:1როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ აიღო იესომ ჰაღაი და გაანადგურა იგი, რომ ისევე მოექცა ჰაღაის და მის მეფეს, როგორც მოექცა იერიხონს და მის მეფეს, რომ დაეზავა გაბაონის მოსახლეობა ისრაელს და მათ შორის დარჩნენ ისინი,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 10
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში