
იესო ნავეს ძე 12:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაკედას მეფე - ერთი; ბეთელის მეფე - ერთი;
იესო ნავეს ძე 12:16 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 12:16 კონტექსტში
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 12:16
- იესო ნავეს ძე 10:28იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
- იესო ნავეს ძე 8:17კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.
- მსაჯულნი 1:22იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
- შესაქმე 12:8გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
- შესაქმე 28:19უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 12
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში