
იესო ნავეს ძე 12:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.
იესო ნავეს ძე 12:5 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 12:5 კონტექსტში
12:3დაბლობი ქინეროთის ზღვამდე აღმოსავლეთით და ყარაბას ზღვამდე ანუ მარილოვან ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზის გაყოლებაზე სამხრეთით ფირგას კალთებამდე;
12:4ყოგის ქვეყანა, ბაშანის მეფისა, უკანასკნელი რეფაიმის, რომელიც ცხოვრობდა აშთაროთსა და ედრეიში,
12:5და ეჭირა ხერმონის მთა, სალქა და მთელი ბაშანი გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და ნახევარი გალაადი სიხონ ხეშბონის მეფის საზღვრამდე.
12:6მოსემ, უფლის მორჩილმა, და ისრაელიანებმა დახოცეს ისინი და მისცა ეს ქვეყანა მოსემ, უფლის მორჩილმა, სამკვიდროდ რეუბენს, გადსა და მენაშეს შტოს ნახევარს.
12:7აი, იმ ქვეყნის მეფეები, რომლებიც დაამარცხეს იესომ და ისრაელიანებმა იორდანეს გაღმა დასავლეთით ლიბანის დაბლობზე, ბაყალ-გადიდან ხალაკის მთამდე, სეყირის აღმა (ეს მისცა იესომ ისრაელის შტოებს სამკვიდროდ ერთმანეთში დასანაწილებლად),
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 12:5
- მეორე სთვლისაება 3:14იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე.
- მეფეთა ა 27:8დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
- იესო ნავეს ძე 13:11გალაადი და გეშურელთა და მაყაქათელთა მხარეები, მთელი ხერმონის მთა, მთელი ბაშანი სალქამდე,
- მეორე სთვლისაება 3:8წავართვით მაშინ ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს იორდანეს გაღმა - არნკანის ხევიდან ხერმონის მთამდე.
- მეორე სთვლისაება 3:10ბარის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეიმდე - ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.
- მეფეთა ბ 15:8რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
- მეორე სთვლისაება 4:47დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ორი ამორეველი მეფისა, იორდანეს გაღმა რომ იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
- მეორე სთვლისაება 4:48ყაროყერიდან, არნონის ხევზე რომ მდებარეობს, სიონის მთამდე ანუ ხერმონამდე,
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 12
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში