
იესო ნავეს ძე 14:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.
იესო ნავეს ძე 14:13 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 14:13 კონტექსტში
14:11ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად.
14:12ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
14:13აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.
14:14ამიტომ არის ქალებ იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვდრო ხებრონი დღევანდლამდე, რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს.
14:15უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 14:13
- მსაჯულნი 1:20მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.
- იესო ნავეს ძე 22:6დალოცა ისინი იესომ და გაისტუმრა. ისინიც წავიდნენ თავ-თავიანთ კარვებში.
- ნეშტთა შორისა ა 6:55მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.
- ნეშტთა შორისა ა 6:56გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად.
- იესო ნავეს ძე 21:11მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
- იესო ნავეს ძე 21:12ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.
- იესო ნავეს ძე 15:13ქალებ იეფუნეს ძეს ძისცა იესომ სამკვიდრო იუდაელთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის: ყანაკის მამისეული კირიათ-არბაყი, ანე ხებრონი.
- იესო ნავეს ძე 10:36აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 14
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში