
იესო ნავეს ძე 18:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
იესო ნავეს ძე 18:10 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 18:10 კონტექსტში
18:8ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში.
18:9წავიდა ხალხი, მოიარა ქვეყანა, ჩაწერა იგი წიგნში ქალაქების მიხედვით შვიდ ნაწილად და დაბრუნდა იესოსთან სილოამის ბანაკში.
18:10უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
18:11ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით: წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის.
18:12იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 18:10
- კოლასელთა მიმართ 1:12სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;
- მოციქულთა საქმენი 13:19ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
- იესო ნავეს ძე 18:6აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
- ფსალმუნები 61:5რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
- მოციქულთა საქმენი 26:18იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.
- იოანე 17:2რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
- ეზექიელი 47:22დაინაწილეთ წილისყრით სამკვიდრო თქვენ და თქვენმა მდგმურებმა, თქვენ შორის რომ მდგმურობენ და შვილები გააჩინეს თქვენ შორის; ძირეულნი უნდა იყვნენ თქვენთვის ისინი ისრაელიანებში და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის შტოთა შორის სამკვიდროსთვის.
- იესო ნავეს ძე 19:51ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 18
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში