
ფსალმუნი 61:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
ფსალმუნი 61:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 61:5 კონტექსტში
61:3რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
61:4ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
61:5რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
61:6დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.
61:7იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 61:5
- ფსალმუნები 56:12ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
- ფსალმუნები 115:13აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
- მალაქია 3:16როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.
- მალაქია 3:18კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.
- ფსალმუნები 86:11დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
- ფსალმუნები 65:1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
- ფსალმუნები 16:5უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
- ფსალმუნები 16:6ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 61
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 61 · გახსენი ბიბლიის მკითხველში