
იესო ნავეს ძე 18:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
იესო ნავეს ძე 18:6 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 18:6 კონტექსტში
18:4თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
18:5შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით.
18:6აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
18:7ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
18:8ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 18:6
- იესო ნავეს ძე 14:2წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
- იესო ნავეს ძე 18:10უყარა მათ იესომ წილი სილოამში, უფლის წინაშე, და დაუნაწილა იქ იესომ ქვეყანა ისრაელიანებს ნაკვეთებად.
- იესო ნავეს ძე 18:8ადგა და წავიდა ხალხი. ასე დაარიგა იესომ ქვეყნის აღსაწერად მიმავალნი: წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი და დაბრუნდით ჩემთან. ხოლო მე აქ წილს გიყრით თქვენ უფლის წინაშე, სილოამში.
- ფსალმუნები 105:11უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
- რიცხვთა 26:54მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
- რიცხვთა 26:55ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
- იგავესნი 18:18კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს.
- მოციქულთა საქმენი 13:19ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 18
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში