
იესო ნავეს ძე 18:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით.
იესო ნავეს ძე 18:5 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 18:5 კონტექსტში
18:3უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ?
18:4თითო შტოდან სამ-სამი კაცი ამოირჩიეთ და მე გავგზავნი მათ. ადგნენ და მოიარონ ქვეყანა, აღწერონ იგი სამკვიდროების მიხედვით და დაბრუნდნენ ჩემთან.
18:5შვიდ ნაწილად დაინაწილეთ; იუდა თავის საზღვარში დარჩეს სამხრეთით; იოსების სახლიც დარჩეს საზღვარში ჩრდილოეთით.
18:6აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად და აქ მომახსენეთ. მე გიყრით წილს აქ, უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
18:7ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამკვიდრო. ხოლო გადმა, რეუბენმა და მენაშეს შტოს ნახევარმა მიიღეს თავ-თავისი სამკვიდროები იორდანეს გაღმა აღმოსავლეთით. როგორც მისცა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 18:5
- იესო ნავეს ძე 19:1მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო.
- იესო ნავეს ძე 19:9იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო.
- იესო ნავეს ძე 16:1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
- იესო ნავეს ძე 16:10არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.
- იესო ნავეს ძე 15:1წილად ხვდა იუდაელთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან ცინის უდაბნო, სამხრეთით, თემანის ბოლოში.
- იესო ნავეს ძე 15:12დასავლეთის საზღვარი არის დიდი ზღვა, ეს არის იუდაელთა საზღვარი ირგვლივ, საგვარეულოების მიხედვით.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 18
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში