
იესო ნავეს ძე 19:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
იესო ნავეს ძე 19:22 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 19:22 კონტექსტში
19:20რაბოთი, კიშიონი და აბეცი;
19:21რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
19:22ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ.
19:23ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
19:24ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 19:22
- მსაჯულნი 4:6კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,
- ფსალმუნები 89:12ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
- იერემია 46:18ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.
- იესო ნავეს ძე 19:12ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს.
- მეფეთა ა 6:9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
- მეფეთა ა 6:19მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში; ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა; მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.
- იესო ნავეს ძე 21:16ყაინი თავისი სანახებითურთ, იუტა თავისი სანახებითურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებითურთ - ცხრა ქალაქი ამ ორი შტოდან.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 19
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში