
იესო ნავეს ძე 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით.
იესო ნავეს ძე 2:16 · საქართველოს საპატრიარქო
იესო ნავეს ძე 2:16 კონტექსტში
2:14უთხრეს კაცებმა: თავს დავდებთ შენთვის, თუ არ გააცხადებ ამ ჩვენს ამბავს. და როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, ჩვენც სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ.
2:15სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი.
2:16უთხრა მათ ქალმა: მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადააწყდეთ, სამ დღეს იქ დაიმალეთ, ვიდრე მდევრები დაბრუნდებოდნენ. მერე კი თქვენს გზას დაადექით.
2:17უთხრეს კაცებმა: თავისუფალნი ვიქნებით ამ ფიცისგან, რითაც დაგვაფიცე,
2:18თუ ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიყვანე, ქვეყანაში ჩვენი შემოსვლისას სარკმელზე არ გექნა გამობმული; შენი დედ-მამა, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეული შენთან გყავდეს სახლში.
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 2:16
- იაკობის ეპისტოლე 2:25განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?
- მეფეთა ა 23:14დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა ზიფის უდაბნოში, ხორშაში.
- ფსალმუნები 11:1გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.
- იესო ნავეს ძე 2:22წავიდნენ და მივიდნენ მთაში, იქ დარჩნენ სამ დღეს, ვიდრე მდევრები უკან არ გაბრუნდნენ. ეძებეს ისინი მთელ გზაზე მდევრებმა, მაგრამ ვერ მიაგნეს.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 2
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში